აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი 198-ე სკოლას ესტუმრა.
თამარ სანიკიძემ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები, თიხის ნაკეთობები და აქსესუარები.
ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები პარაორკესტრის მუსიკოსებმა შეასრულეს.