ავარია ხელვაჩაურში - სამი ავტომობილს შეჯახების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.