აქცია გაიმართა დღეს დედაქალაქის საკრებულოსთან. სხვადასხვა ქუჩის მაცხოვრებლებმა ერთობლივად მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ქალაქის ხელისუფლებას გენერალური გეგმის შემუშავებამდე ნებართვების გაცემის პროცესის შეჩერებასა და გარკვეული ტერიტორიებისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.
მოძრაობა პარტიზანი მებაღეობის დამფუძნებლის, ნატა ფერაძის, განცხადებით, სამშენებლო კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია, რომელიც სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებს.
„იმდენ კანონს გასცემენ არასწორ მშენებლობაზე, რომ მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება ამის გამოსწორება. როდესაც იციან, რომ რაღაც კანონმა შეიძლება რაღაც მშენებლობა შეაფერხოს, გაათმაგებული ტემპით, დღეში ხუთი-ექვსი სრულიად დაუშვებელი მშენებლობის პროექტი შემოდის. ამას ვეღარ უძლებს ეს ქალაქი და მისი მოსახლეობა,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.