ავარია საგარეჯოში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.