რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღე. მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში განსხვავებული პერფორმანსი ირმა შარიქაძემ წარადგინა.
საკუთარ სალონში მოდის მოყვარულებს კოლექცია ანუკი არეშიძემ აჩვენა.
კლასიკური მუსიკის ფონზე ანუკი არეშიძემ 2016-2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია მის მაღაზიაში წარმოადგინა.
სასტუმრო რუმსში კი მორის ლავის ჩვენება გაიმართა.
თბილისის მოდის კვირეული ხვალ დილიდან ისევ მრავალფეროვანი პროგრამით განახლდება.
ავტორი: ანუკი ელიზბარაშვილი