დედაქალაქის მერია ტაქსის მუშაობის რეგულაციას იწყებს. ინიციატივის მიხედვით, ყველა ტაქსის რეგისტრაცია 2017 წლიდან სავალდებულო გახდება.
ამის გარდა, მძღოლებს ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება, სანიტარული შემოწმება და საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ.
ახალი ცვლილებები ტაქსის მძღოლების ნაწილისთვის მიუღებელია და ისინი უკვე მგზავრობის გადასახადის შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობენ.
ახალ რეგულაციებს მძღოლების ნაწილი მხარს უჭერს. ამ გადაწყვეტილებას ისინი ტაქსების სიმრავლით და ქალაქში შექმნილი ქაოტური ვითარებით ხსნიან.
ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე თბილისის მერია და სამუშაო ჯგუფი მსჯელობ. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილებების მიღება კონკრეტული კვლევების ჩატარებისა და მოსახლეობის მოთხოვნების გამოკვლევის გარეშე ხდება.
ცვლილება 3 ძირითად მიმართულებას გულისხმობს და ის ძალაში ეტაპობრივად შევა.
თბილისის მერი მოსალოდნელ ცვლილებებს მოსახლეობის მოთხოვნით ხსნის. დავით ნარმანიას განმარტებით, დამატებითი რეგულაციები არამხოლოდ ავტომობილებს, არამედ მძღოლებსაც შეეხებათ.
ავტორი: თათია ხორბალაძე