სროლა ისმოდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. სპეცოპერაციაში 20-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ისინი 35 წლის გოგა ჯიშკარიანის დაჭერას ცდილობდნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცის დაკავებას მაშინ სცადეს, როცა ის მიკროავტობუსის მძღოლს პოლიეთილენის პარკს გადასცემდა.
გოგა ჯიშკარიანმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მას მიაგნეს და რამდენიმე ტყვია ესროლეს. ჯიშკარიანს ორი ტყვია მოხვდა.
მას ზუგდიდის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ჯიშკარიანის ოჯახის წევრების თქმით, მას პოლიეთილენის პარკით ბიძაშვილმა ქუთაისიდან ტელეფონის დამტენი გამოუგზავნა.
ოჯახის წევრები პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ და მათ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
შემთხვევას შეესწრო დაჭრილი მამაკაცის 7 წლის შვილიც.