საია-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი და მესამე სექტორი პროკურატურის არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საკითხის გამოძიებას.
ამ თემასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროკურატურა ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ ჩანაწერების გავრცელებაა მხოლოდ პრობლემა.
„კადრების გავრცელება არ არის დამოუკიდებელი მოვლენა. პროკურატურამ იცის და აქვს ასობით უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რომლებიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს და გვქონდა პირობა, როგორც საზოგადოებას, ასევე სამოქალაქო სექტორს, რომ ეს სისტემური დანაშაული იქნებოდა გამოძიებული,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.