02 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
გურამიშვილზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე, გაზის ბალონი გასკდა [ვიდეო]

გურამიშვილის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ოპელის მარკის მანქანაში გაზის ბალონი გასკდა. თვითმხილველების თქმით, ბალონმა წნევას ვერ გაუძლო, რამაც მისი გახეთქვა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად მცირე დაზიანება აღენიშნება მანქანის მძღოლს და გაზგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზის ბალონის გახეთქვის შედეგად ასევე დაზიანდა გაზგასამართი სადგურის ინფრასტრუქტურა.

 

დღის ამბები