"უთხარი არა ოკუპაციას,"-ამ სახელწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია-პერფომანსი სტუდენტებმა ვაკის პარკში მოაწყვეს და სიმბოლურად საქართველოს დროშა გამოსახეს.
სტუდენტები ვაკის პარკიდან რუსეთის საელჩოსთან გადავიდნენ, სადაც მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა ოკუპაცია გააპროტესტეს.