20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
სენაკში გამართულ საპროტესტო აქციას ენერგეტიკის სამინსიტროში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ

დღეს სენაკში გაზის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას, ენერგეტიკის სამინსიტროში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ. მინსიტრის მოადგილის განმარტებით, კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, რის გამოც საჯარიმო სანქციებს დააკისრებენ.

“ამ კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ენერგეტიკის სამინისტროსთან, ბუნებრივი გაზის ტარიფების შემცირებაზე, რომელიც მოხდა 2013 წელს და ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მოსახლეობაზე ტარიფების ზრდას, ჩვენ არ მივესალმებით და მივიღებთ იმ ზომებს, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და მასზე მოხდება ფინანსური სანქციების დარიცხვა,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.      

დღის ამბები