20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საქართველოში ჰაერის ხარისხის კვლევა ჩატარდა-ყველაზე დაბინძურებული უბნები დედაქალაქში

პირველად საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად, თბილისის ქუჩებში ე.წ. ინდიკატორული კვლევა ჩატარდა. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში გამოიყენა. შერჩეული იქნა ადგილები, სადაც ხშირი ტრანსპორტის მოძრაობაა. მილები ორი კვირით დამონტაჟდა და შემდეგ ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგით თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საშუალო და კრიტიკულ ზღვართან მიახლოებული მაჩვენებელი გამოვლინდა.

ინდიკატორული კვლევა ჯერ მხოლოდ ორჯერ ჩატარდა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა ტაშკენტის ქუჩაზეა. აქაც, ისევე როგორც სხვა ადგილებში, აზოტის დიოქსიდის მოჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.

მსგავსი მდგომარეობაა ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან. აქაც ტრანსპორტი აბინძურებს ტერიტორიას, სადაც ბავშვების თავშეყრის ადგილია. აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთანაც. ასევე ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და მოსახლეობა მას დასასვენებლად იყენებს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები