ბინების თაღლითურად გაყიდვის ფაქტები-P.S.-ის კორესპოდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაგალითზე გიამბობთ რა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს იმ დროს, როცა თქვენს ბინას თაღლითურად ყიდიან.
2006 წელს პროფესორმა მერაბ ჯიქიამ საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ბინის გაქირავების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უამრავი მოქალაქისგან განსხვავებით, მან კლიენტთან ქირავნობის ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა, შემდეგ, ეს ხელშეკრულება საგადასახადო ინსპექციაში წარადგინა და საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად დარეგისტრირდა.
ბინის გაქირავებიდან ექვსი თვის შემდეგ კი მას პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო.
პროფესორი მერაბ ჯიქია უკვე ათი წელია, საკუთარი შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენისთვის იბრძვის.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.