02 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. ეს პროცესი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განხორციელდება სკოლაში, 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობენ იმავე სკოლაში ან რომლის მშობელიც არის ამავე დაწესებულების თანამშრომელი.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ გვერდზე. მესამე ეტაპი - 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. 

დღის ამბები