20 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ რეაგირება არაეფქტურია - "საიას" კვლევის შედეგები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სასამართლოსა თუ სამართალდამცავ უწყებებში შემუშავებულ გადაწყვეტილებებს და რეაგირებას არაეფექტურად აფასებს.

მათი განმარტებით, ზოგ შემთხვევაში, სასამართლო მოძალადის მიმართ საკმაოდ ლოიალურია და არ იღებს ადექვატურ გადაწყვეტილებებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, მსგავს დანაშულზე არც სამართალდამცველები რეაგირებენ რეალობის შესაბამისად.

შექმნილ ვითარებაზე საუბარია საიას კვლევაში, რომელიც 2014 წლის პერიოდს მოიცავს. დოკუმენტს ორგანიზაცია საზოგადოებას დღეს გააცნობს.

დღის ამბები