20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ნატოს ფორუმთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომანქანებით მსვლეობა მოეწყო - აფხაზთა კრების აქცია

საქართველოს ნატოს ფორუმთან დაკავშირებით ავტომანქანებით მსვლეობა დედაქალაქის ქუჩებში. აფხაზთა კრებამ მსვლელობა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შექმნის დღეს მიუძღვნა. აქცია ორი საათის გამავლობაში გაგრძელდა, აფხაზთა კრებაში შემავალი 40-მდე ორგანიზაციის წარმოადგენლები რუსეთის საელჩოსთან და ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც იმყოფებოდნენ. 

"საქართველოში მომრავლდნენ კოლაბორაციონისტული კაპიტულანტური ძალები, აგრეთვე გაძლიერდა მტრის პროპაგანდა, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციების ჩატარება იმისათვის, რომ ხელისუფლებამ არ იგრძნოს თავი კომფორტულად საქართველოს მოსახლეობისაგან", - განაცხადა აფხაზთა კრების ლიდერმა მალხაზ პატარაიამ.  

დღის ამბები