20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ლეიბორისტები ტაქსის მძღოლებითვის 1000 ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესებას აპროტესტებენ

ტაქსის მძღოლებითვის 1000 ლარიანი სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესებას აპროტესტებენ ლეიბორისტები. პარტიაში შეიქმნა ტაქსის მძღოლების დაცვის სპეციალური კომიტეტი. გიორგი გუგავას განცხადებით, ისინი საჭირეობის შემთხვევაში აქციებს გაუწევენ ორგანიზებას.

"არჩევნების გასაყალბებლად, ხალხისაგან დამატებითი ფულის ამოსაგლეჯად, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამჯერად ტაქსისტებს დაუწესონ 1000 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელი, რის შედეგადაც 10 ათასობით თვით დასაქმებული დაკარგავს შემოსავალს. ხელისუფლება მიდის ასეთ მძარცველულ გადაწყვეტილებაზე, ეს არის სოციალური გენოციდი“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა გიორგი გუგავამ.       

დღის ამბები