20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
მეტროს მემანქანეები გაფიცვისთვის ემზადებიან, მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი ხელმძღვანელობას 3 დღე აქვს

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მემანქანეები შეიკრიბნენ. მათ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, ისინი ხელფასების ზრდას, ღამის საათებსა და წელთა ნამსახურებაზე დანამატებს ითხოვენ.

მეტროს თანამშრომლებს შეხვედრები თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან და ჯანდაცვის სამინისტროს მედიააციის სამსახურთან ჰქონდათ, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მემანქანეები სამდღიან ვადას იძლევიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტროს 250-მდე თანამშრომელი გაიფიცება. 

დღის ამბები