20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
"არ არის არავითარი გაფიცვა, ყველაფერი დალაგდება", - გია გაჩეჩლაძე

ცოტახნის წინ დასრულდა ტელეკომპანია მაესტროში შეხვედრა არხის თანამშრომლებსა და გია გაჩეჩილაძის შორის. შეხვედრიდან გამოსულები ამბობენ, რომ პროტესტი არ ყოფილა არხზე და ეთერში 12 საათიანი გაშვება არ გავიდა იმის გამო რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არხის გენერალური დირექტორის საკითხს, ვინ იქნება არხის გენერალური დირექტორი. ხვალ უნდა გაიმართოს პარტნიორთა კრება სადაც უნდა გდაწყდეს ვინ უხელმძღვანელებს ტელეკომპანია მაესტროს. ერთ-ერთი კანდიდატურა არის ზვიად ნაყეური, რომელიც წარსულში მუშაობდა ფოტის პორტში მაღალ თანამდებობაზე.   

"შევჯერდით ყველაფერზე და ხვალ გაიგებთ ყველაფერს ვინ და როგორ იქნება. არ არის არავითარი გაფიცვა, ყველაფერი დალაგდება, ამ ეტაპზე შევთანხმდით და ხვალ იქნება დამფუძნებელთა კრება და ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა გია გაჩეჩლაძემ.

მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, არსებულ პრობლემები ახალი დირექტორის დანიშვნით მოგვარდება.

"ძალიან სამწუხაროა მაგრამ ამ პრობლემის მოგვარების გზად გვესახება ახალი დირექტორის დანიშვნა რომელიც ამ პრობლემებს ოპერატიულად მოაგვარებს და უზრუნველყოფს, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პრობლემა", - აღნიშნა გვენეტაძემ.    

შეგახსენებთ, რომ მაესტროს თანამშრომლები გაიფიცნენ. არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. გაფიცულები არიან ჟურნალისტები და სხვა პერსონალიც. გადაღებაზე არ გავიდნენ არც ტელევიზიის ოპერატორები.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები