კამპანია ეს შენ გეხებას წარმოამდგენლები პარტია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს ხვდებიან. არასამთავრობოების თქმით საუბარი შეეხება მოსმენების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საკითხს. მათ აქვთ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც გააკონტროლებს ძალოვანი უწყებებს, რომ არ მოხდეს უფლებამოსილების გადაჭარბება და არ დაგროვდეს ფარული ჩანაწერებს ახალი მასალები.
ასევე, ეს შენ გეხებას წარმომადგენლები საღამოს ეკა ბესელია კომიტეტს შეხვდებიან, სადაც ამ თემებთან ერთად ეკა ბესელიას ინიციატივას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც პირადი ცხოვრების ხელყოფა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიიდან უდნა გადაკვალიფიცირდეს მძიმე დანაშაულის კატეგორიაში.