02 ოქტომბერი 2024,   04:41
ვრცლად
"X Factor"-ი იწყება-დაუვიწყარი შოუ ეთერში ყოველ ორშაბათს გავა

დღეს რუსთავი ორზე X Factor-ი იწყება. სწორედ დღედან თქვენ აღმოაჩენთ ნიჭიერ მუსიკოსებს. ახალგაზრდების მუსიკალური კარიერა თქვენს თვალწინ განვითარდება.

დღეიდან, ყოველ ორშაბათს საღამოს X Factor-ის მონაწილეები თქვენს გულშემატკივრობას დაელოდებიან. 

როგორც ჟიურის წევრები აცხადებენ წლევანდელი X Factor-ი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი იქნება.

„იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის ჩემთვისაც, მაგალითად წამყვანები, რომლებიც კულისებში იყვნენ მთელი დროის განმავლობაში და მე არ ვიცი ისინი რას აკეთებენ და მაყურებელთან ერთად უნდა აღმოვაჩინო რუსკა და ერეკლე. შემდეგ იქნება ჟიურის ახალი შემადგენლობა, რომელიც ნახევრად განახლებულია და კონკურსანტები. ჩვენ თვითონ გაკვირვებულები დავრჩით რამდენად მრავალფეროვანი ხალხი მოვიდა წელს,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

დღის ამბები