რუსთავი 2-ზე ყველაზე დაძაბული რამდენიმეთვიანი მუსიკალური მარათონი იწყება. დღეიდან ახალგაზრდების მუსიკალური კარიერა თქვენს თვალწინ განვითარდება, სწორედ თქვენ უნდა დაასახელოთ და იპოვოთ წლის X Factor-ი.
“ისეთი კონკურსანტები არიან რომ არც ერთი მენტორი არ ფიქრობს იმას, თუ რომელი კატეგორია არის მისთვის სასურველი იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა მონაწილეს რომელიც იქნება საუკეთესოებში ექნება ერთნაირი შანსი გამარჯვებისთვის და იქნება სერიოზული ბრძოლა ასე, რომ ყველაზე საინტერესო სეზონი გვაქვს წინ,“ - განაცხადა ჟიურის წევრმა სოფო ნიჟარაძემ.
დღეიდან, ყოველ ორშაბათს საღამოს X Factor-ის მონაწილეები თქვენს გულშემატკივრობას დაელოდებიან.
ავტორი: სალომე ბენაშვილი.