დღეს სტუდია მაესტროში პარტნიორთა კრება გაიმართება. სხდომაზე გენერალური დირექტორის საკითხზე იმსჯელებენ.
განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, როგორც ცნობილია, სახელდება ბიზნესმენი ზურაბ ნაყეური. მას შემდეგ, რაც პარტნიროთა კრება აირჩევს დირექტორს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება, ის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ამჟამად სტუდია მაესტროს დირექტორის თანამდებობას ლევან გაჩეჩილაძე იკავებს.