პირადი ცხოვრების საიდუმლოების გასაჯაროებისა და ხელყოფისათვის სასჯელის გამკაცრების საკითხზე ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ჩართული არიან კამპანიაში ეს შენ გეხება.
სხდომაზე კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეც იმსჯელეს, რომელიც სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს. ასევე, განიხილეს მესამე სექტორის ინიციატივები.
როგორც ცნობილია, კამპანია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს. როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელება.
„მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა ღია მხარდაჭერა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის იდეასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.