ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების, ე.წ. პანამის ჩანაწერების გამოქვეყნებას, სახელმწიფო ლიდერების ოფიციალური განმარტებები და საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მასალებთან დაკავშირებით, კომენტარი პეტრო პოროშენკომაც გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ის ფინანსურ გამჭვირვალეობას ყოველთვის იცავდა. პარალელურად, რადას დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტის ოფშორულ აქტივებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნებამ მრავალათასიანი აქცია გამოიწვია ისლანდიაში.
რეიკიავიკში მოქალაქეები პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ, რომლის მეუღლის კუთვნილი კომპანიაც ასევე მოხვდა ჟურნალისტურ გამოძიებაში. მასალებზე კომენტარი გააკეთეს ვაშინგტონშიც.
თეთრი სახლის პრეს მდივნის თქმით, შეერთებული შტატები თავს შეიკავებს კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისგან, თუმცა საერთაშორისო ფინანსური სისტემის გამჭვირვალობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.