20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
პროტესტის მეორე დღე ყვარლის რაიონში - საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, ადგილობრივებმა აქცია გამართეს

პროტესტის მეორე დღე ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში. საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

პროტესტის ნიშნად, კუჭატანის სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. რადგან აქციაზე მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ადგილობრივები საძოვრის მეპატრონეს შენობა ნაგებობის გადაწვით ემუქრებიან.

საუბარია 37 ჰექტარ საძოვარზე, რომელიც აქციის მონაწილეების თქმით, ფარულად გასხვისდა. მეპატრონე მოსახლეობას მოლაპარაკებაზე არ თანხმდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები