20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე - არასამთავრობო ორგანიზაციები რეზო ამაშუკელის დაკითხვას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები რეზო ამაშუკელის დაკითხვას ითხოვენ. მთავარ პროკურატურაში დღეს მათ განცხადება შეიტანეს.

სამოქალაქო სექტორის წევრების განმარტებით, ამაშუკელს ფარულ კადრებზე და ჩანაწერებზე ადრე ჰქონდა ინფორმაცია და აუცილებელია გამოძიების დაწყება, ერთი წლის წინ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე.

„დაიკითხოს რეზო ამაშუკელი, მის სიტყვებს დღეს აქვს ოქროს ფასი. რეზო ამაშუკელმა დაასახელოს, თუ ვინ აჩვენა მას აღნიშნული ვიდეო მასალა. შესაბამისად, საქმეც გახსნისკენ წავა. მას შეიძლება ქონდეს ასევე ინფორმაცია სხვა ინფორმაციები, სხვა ადამიანებზე. თუ 2 დღეში პროკურატურა არ დაკითხავს ამაშუკელს, ჩვენ პროკურატურასთან გავმართავთ აქციას, მისი დაკითხვის მოთხოვნით,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები