20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
მერიისგან 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ლაბორატორიის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ

სტიქიის დროს დაზიანებული თბილსის სახელწიფოს უნივერისტეტის ლაბორატორია უკვე 10 თვეა, მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს.

ვერეს ხეობაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა, ლექტორებმა და უნივერსიტეტის თანამშრომლებმა საველე ლექცია გამართეს და ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, განათლების სამინისტრო და უნივერისტეტი დაჰპირდა თანხის გამოყოფას, თუმცა მერია ნებართვის გაცემას აჭიანურებს და უნივერისტეტს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.

ლაბორატორიის თანამშრომლები კი განმარტავენ, რომ სამეცნიერო კვლევები აუცილებლად ისევ იგივე ადგილას, მდინარე ვერესთან უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები