ოკუპირებული ტერიტორიებიდან წეროვანში ჩასახლებული ოჯახების ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. დევნილები წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებას ვერ იხდიან.
ადგილობრივების განცხადებით, სოლიდური თანხა კომპაქტურად ჩასახლებულ ოჯახებს წინასაარჩევნო დაპირების გამო დაუგროვდათ, რომელიც კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. თუმცა, დღეს ამ დაპირებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვეღარ იხსენებს.
დვნილთა და განსახლების მინისტრი ამ მიმართულებით ცვლიელებებს გამორიცხავს. მისი განცხადებით, დევნილებს დავალიანება განაწილებული აქვთ და თვეში 15 ლარს იხდიან.
გადასახადების გადახდა, დევნილების თქმით, უმუშევრობის გამო უჭირთ. დასახლებასთან ახლომდებარე ქარხანა, სადაც დევნილების ნაწილი დასაქმებული იყო, რამდენიმე წელია, დახურულია. ადგილობრივების უმეტესობა თავს მიწის დამუშავებით ირჩენს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან წეროვანში ჩასახლებული დევნილები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან. დასახლებაში 2 000-მდე ოჯახი ცხოვრობს.