20 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
წყნეთი-ახალდაბის გზის ნაწილი ჩამოინგრა

წყნეთი-ახალდაბის გზის ნაწილი ჩამოინგრა დღეს დილის 6 საათზე. 

ეს გზა გასული წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ავარიულია. დაახლოებით ერთი წელია აქ მუშაობენ გეოლოგები, თუმცა დასკვნა იმის შესახებ, რომ ზონა მეწყერსაშიშია, არ არსებობს, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ გზა ამ დრომდე ვერ შეკეთდა. 

ადგილზე იმყოფება მოსახლეობა და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები. ტერიტორია საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს.

 

 

 

დღის ამბები