მიეცეს შეღავათები იპოთეკით დაზარალებულებს - ამ მოთხოვნით იპოთეკარების აქცია გაიმართა დღეს მთავრობის კანცელარიასთან.
სახალხო ტრიბუნების კოალიციისა და ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ორგანიზებულ აქციაზე, პრემიერთან შეხვედრას და სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, წარსულში მათ უკვე წარუდგინეს კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს, კანცელარიასა და პარლამენტს, რომელშიც არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებია დასაბუთებული, თუმცა მთავრობის მხრიდან დაინტერესება ამ დრომდე არ ყოფილა.
“ვხედავთ, რომ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას ქუჩაში, ეს კაბინეტებში არ გადაწყდება,“ - განაცხადა სახალხო ტრიბუნების» თავმჯდომარემ მამისა ჯაფარაშვილმა.