20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია ზუგდიდის ვიცე-მერს მუშების მოტყუებაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაცია ზუგდიდის ვიცე-მერს მუშების მოტყუებაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრების განცხადებით, გია გულორდავა საკუთარ სახლში დასაქმებულ მუშებს შესაბამისი ანაზღაურება არ გადაუხადა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მუშები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ზუგდიდის ვიცე-მერი გამოეხმაურა.

„ძალიან უხარისხოდ აკეთებდნენ. მათ მითხრეს, რომ პირველად ვაკეთებთ ამ საქმეს, ეს ჩვენი საქმე არ ყოფილა, ბოდიში მომიხადეს და წავიდნენ,“ - განაცხადა გია გულორდავამ.

დღის ამბები