წყნეთი-ახალდაბის ერთადერთ დამაკავშირებელ გზის ნაწილზე, რომელიც დღეს დილის 6 საათზე ჩამოინგრა, ამ დრომდე არანაირი აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
სოფელთან დამაკავშირებელი 4 კმ-იანი მონაკვეთი 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ავარიულია.
სამანქანო გზის ის ნაწილი, სადაც დღეს მიწა ჩამოიშალა, სტიქიის შემდეგ ყველაზე ვიწრო იყო და უამინდობისას კლდიდან ქვები ცვიოდა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, სტიქიიდან 10 თვის მანძილზე გზის რეაბილიტაცია, გეოლოგიური კვლევის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი კვლევის შედეგი სტიქიიდან 5 დღეში გამოაქვეყნეს.
გეოლოგიური კვლევის არსებობას ადასტურებს ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით პროცესი უცხოური კომპანიის რეკომენდაციების არქონის გაჭიანურდა.
თბილისის მერის მოადგილეს სიტუაცია საგანგაშოდ არ ეჩვენება. ამ დროისთვის სოფელი სადაც 140 ოჯახი ცხოვრობს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გარეშეა დარჩენილი.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.