20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
დალუქული მრიცხველები წეროვანში - დევნილებს დავალიანების გამო ბუნებრივი აირი რამდენიმე თვეა არ აქვს

დალუქული მრიცხველები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - წეროვანში ჩასახლებული დევნილები ისევ ელოდებიან 4 წლის წინ მიღებული დაპირების შესრულებას და შეღავათებს კომუნალურ გადასახადებზე.

წეროვანში მსგავსი პრობლემა არაერთ ოჯახს აქვს, ზოგმა მათგანმა სიცივის გამო დალუქული გაზი თვითნებურად გახსნა, რის გამოც დავალიანებასთან ერთად ჯარიმაც დაარიცხეს.

დევნილთა სამინისტროში დღეს ამბობენ, რომ გადასახადების გაუქმების დაპირება წეროვანში მცხოვრებლებისთვის არავის მიუცია, მათ მთავრობის გადაწყვეტილებით მხოლოდ შეღავათები დაუწესდათ და დავალიანება რამდენიმე წელზე გადაუნაწილდათ, ამის მიუხედავად ოჯახების ნაწილი თანხის გადახდას მაინც ვერ ახერხებს.

ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მოუწოდებს, რომ მიცემული დაპირება დევნილებს მომავალი არჩევნებისთვის მაინც შეუსრულოს. მმართველ გუნდში კი საკუთარი თანაგუნდელების მიერ გაცემულ მსგავს დაპირებას ვერ იხსენებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუკი მათთვის დავალიანების ჩამოწერა არ მოხდება დევნილთა სამინისტროს წინ აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები