პოლონელი მუსიკოსები ქართველ მაყურებელთან შეხვედრას ელოდებიან. თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისელ ხელოვანებთან ერთად ქალაქის სტუმრები ერთად დაუკრავენ.
თეთრი ხიდის ფესტივალი ხვალიდან იხსნება.
პოლონური X-factor-ის გამარჯვებული ქუთაისში თავის ბენდთან, კრაკოვის მუსიკალური აკადემიის მუსიკოსებთან ერთად ჩამოვიდა.
თეთრი ხიდის ფესტივალი ქუთაისში ხვალიდან 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი მთლიანად თვითდაფინანსებულია და მთლიანად ენთუზიაზმზე დგას.
ავტორი: მაია ლომიძე.