20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
პოლიტიკური გავლენები შს სამინისტროში - EMC შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური გავლენების საფრთხეზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში.

მათი განცხადებით, კადრების შერჩევა - გათავისუფლება და დაწინაურება არა კანონის შესაბამისად, არამედ მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძვლზე ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს მინისტრის დისტანცირებას ამ პროცესებიდან, რადგან ამაში ისინი პოლიტიკური გავლენის რისკებს ხედავენ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ასევე გენერალურ ინსპექციაზე და მიაჩნიათ, რომ ის უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს სამინისტროსგან.

შუალედური ანგარიში სრულად იხილეთ ამ ბმულზე

 

დღის ამბები