02 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ბათუმში ლოკალიზებულია - დამწვარია 1500 კვადრატული მეტრი

ძლიერი ხანძარი ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ ლოკალიზებულია. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია 12 სახანძრო ჯგუფი, ბათუმიდან და ქობულეთიდან. ტერიტორიაზე 100 მეხანძრე მაშველი იმყოფებოდა.

ცეცხლი ავეჯის საამქროში გაჩნდა, სადაც საღებავებიც იყო, რამაც კიდევ უფრო გაართულა ცეცხლის ჩაქრობა. დამწვარია 1500 კვადრატული მეტრი.

მსხვერპლი არ არის, არ არიან დაშავებულებიც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები