20 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
დავით ბაქრაძის თქმით, მათი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პენსია 50 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, სოფელ ენისელში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ ეტაპზე ენისელის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომატებული ტარიფები და მოხსნილი სოციალური დახმარებაა.

დავით ბაქრაძემ პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბოლო წლების დროს მოხსნილი სოციალური დახმარება ყველა ოჯახს აღუდგება და პენსია 50 ლარით გაიზრდება.

„პირველი, რასაც ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ, იქნება პენსიის 50 ლარიანი ზრდა და სოციალური დახმარების აღდგენა ყველა იმ ოჯახისთვის, რომელთაც ბოლო წლებში სრულიად უმიზეზოდ მოუხსნეს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები