20 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
საბავშვო ბაღების ყოფილი დირექტორები ომბუდსმენს მათი გათავისუფლების საკითხით დაინტერესებას სთხოვენ

საბავშვო ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები სახალხო დამცველს მიმართავენ. ყოფილი დირექტორები უჩა ნანუაშვილს სთხოვენ, რომ მათი გათავისუფლების საკითხით დაინტერესდეს.

„გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება სააგენტოს მიერ ხდებოდა სამუშაო საათების შემდეგ, ყოველ საღამის სამი დირექტორის დაბარებით, რითიც ერთი მხრივ, ცდილობდნენ შეენიღბათ გათავისუფლების მასიური ხასიათი და მეორე მხრივ, პროცესი არ გაეხადათ საჯარო,“- აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაში ასევე საუბარია მერიის შიდა აუდიტის მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების დასკვნასა და დირექტორების მიმართ დაწყებული დევნის სამართლებრივ მხარეზე. 

დღის ამბები