საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. მან განაცხადა, რომ კურთხევა ეძლევა მრევლს ადამიანებს სასიხარულო ამბები უთხრან.
„ხარება შთაგვაგონებს იმას, რომ ვიყოთ მახარობლები. კურთხევა გეძლევათ, რომ ადამიანებს სასიხარულო ამბავი უთხრათ და არა სამწუხარო და ნეგატიური, როგორც ჩვენ ტელევიზიებში არის. თითქმის არ გავა დღეს, რომ ჩვენთან არ მოვიდნენ და არ გვითხრან, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა. ვეღარ იტანს ადამიანი ამდენ სიმძიმეს, ამიტომ სასიხარულო უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ამის მიზეზს ეძებს. ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა ჩავიხედოთ.
ბედნიერი ვარ, რომ წირვას ოსები, რუსები, აფხაზები და სხვა ერის წარმომადგენლები ესწრებიან, თქვენ ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ“, - განაცხადა ილია II-მ.