ქუთაისში კოსტავას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო. მოსახლეობამ აქცია დიანა სოფრომაძის სახლთან გამართა. ისინი სოფრომაძეს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივების თქმით, სოფრომაძე რამდენიმე ადამიანს დუბაიში დასაქმებას დაპირდა და მათ 1 500 დოლარი გამოართვა, თუმცა დუბაიში ჩასულებს არც სამსახური დახვდათ და ქვეყანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს. აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ.