შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა.
პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველო საუკეთესოდ დაასახელეს ნომინაციაში ინოვაციური სერვისი, კერძოდ 112 sms და ვიდეოსერვისისთვის დააჯილდოვეს.
ახალი სერვისი სმენადაქვეითებულებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელ დახმარებას.