რუსულ ენერგო–გიგანტთან მოლაპარაკებები დასრულდა - გაზპრომი სომხეთში ბუნებრივ აირის ტრანსპორტირების სანაცვლოდ საქართველოს კვლავ გატარებული გაზის 10 პროცენტს დაუტოვებს. უკვე მზად არის, რუსულ მხარესთან შეთანხმებული კონტრაქტი, რომელიც სულ მალე საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.
გაზპრომი თბილისს ტრანზიტის სანაცვლოდ არა, ბუნებრივ აირს, არამედ ფულად ანაზღაურებას სთავაზობდა, რომელიც გაცილებით უფრო ცოტაა, ვიდრე გაზის ის ოდენობა, რომელიც აქამდე საქართველოში რჩებოდა.
ქართული და რუსული მხარეები სწორედ ამ საკითხზე დაობდნენ. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მოლაპარაკებათა პირველ ეტაპზე აცხადებდა, რომ საქართველო რუსულ პირობებს უნდა დათანხმებოდა, თუმცა, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა, რომ ქვეყანა ამ კომპრომისზე არ წასულიყო.
გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს მუდმივ მონიტორინგს უწევდა სამოქალაქო სექტორი, არა გაზპრომს ამ მოთხოვნით კამპანიაც კი აგორდა.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ სწორედ მათი აქტიურობის შედეგია, ის რომ ხელისუფლება რუსულ ულტიმატუმს არ დათანხმდა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.