20 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
აჭარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს ხვალ მესამედ ურიან კენჭს

აჭარის მთავრობაში ხვალ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ორი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობის მეთაური დავით კვაჭაძის კანდიდატურას მესამედ წარადგენს. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტის ნიშნად არც ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან.

კვაჭაძესთან ერთად ოპოზიციის ხმებს ვერ მიიღებს კომისიის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა ჯაში. მიზეზი ჯაშის პოლიტიკური წარსული და ნათესაური კავშირია. ის ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ჯაშის შვილია.

კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილი უხერხულობაზე მიუთითებს, თუმცა ნაწილი ინტერესთა კონფლიქტსა და პროტესტის მიზეზსს ვერ ხედავს.

აჭარის საარჩევნო კომისია, რომელმაც ოქტომბერში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩაატაროს, დღეს მხოლოდ 3 წევრისგან შედგება.

რომელიმე კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში, აჭარის მთავრობას უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების ხელახალი შერჩევა მოუწევს.

ავტორი:ქეთი ანდიბაიძე.

დღის ამბები