20 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სააღდგომო საჩუქრები რაიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება

დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველთა სააღდგომო საჩუქრებზე მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, თუმცა სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბენეფიციარები განსხვავებულ ამანათს მიიღებენ.

პროდუქტების ჩამონათვალის გარდა განსხვავებულია სასურსათო პაკეტის ღირებულება. ყველაზე მინიმალური თანხა სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის გლდანის რაიონში აქვთ განსაზღვრული. სააღდგომოდ გლდანში მცხოვრები მოქალაქეები 11 ლარის ღირებულების სასურსათო ამანათს მიიღებენ, რომელიც 1 ქათმის, 10 კვერცხისა და 1 პასკისგან შედგება. გამგებლები ამას მოსახლეობის სხვადასხვა მოთხოვნილებით და ბიუჯეტის სხვადასხვა ოდენობით ხსნიან.

მერიაში არ აკეთებენ განმარტებებს, რატომ მოხდა მოსახლეობის დიფერენცირება, საკრებულოს ოპოზიცია კი შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.

8 რაიონის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყველაზე მძიმე კატეგორია სასურსათო პაკეტს აღდგომის წინა დღეს მიიღებს.

დღის ამბები