კულტურულ - ტურისტული პროექტი ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან. თბილისში ბათუმსა და ქუთაისში ცნობილი შემსრულებლების კონცერტებია დაგეგმილი. მათ შორის, რობი უილიამსი, maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი არიან.
პროექტი 30-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს და ამ ეტაპზე, სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მის განსახორციელებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ჩექ ინ ჯორჯიას ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების სერია 24 აპრილს, სპორტის სასახლეში, ეროს რამაზოტის კონცერტით გაიხსნება.
ავტორი: სალომე ბენაშვილი.