20 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
შესაძლოა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი შეიცვალოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი შეიცვალოს. ამისათვის კი შესაძლოა პრეზიდენტმა მისივე განკარგულება პრემიერისგან გამოიწვიოს ან გიორგი კვირიკაშვილმა მას ხელი არ მოაწეროს.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი შეიცვლება, უცვლელი დარჩება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დღე და არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. 

არ არის გამორიცხული საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის შეხვედრაც გაიმართოს, მანამდე კი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებოდნენ. 

 

დღის ამბები