ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში ფარულ მიყურადებაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში განხილულია 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტამდე საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენები.
ანგარიშში საუბარია ბოლო დროს გავრცელებულ ჩანაწერებზე, კამპანია ეს შენ გეხებას შექმნაზე, ე.წ ორგასაღებიანი სისტემის შედეგებსა და ამ პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლზე.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები.