საყდრისის აფეთქების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. პროცესზე დღეს ის მეცნიერები და თანამდებობის პირები დაიკითხებიან, რომლებმაც საყდრისის აფეთქებაზე თანხმობა განაცხადეს და შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს.
პროცესზე ასევე დაიკითხებიან ის პირები, ვინც საბადოს აფეთქებას ეწინააღმდეგებოდა. დღესვე მოსარჩელე მხარე მტკიცებულებებს წარადგენს, რის საფუძველზეც, მათი თქმით, დასტურდება, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადო უკანონოდ ააფეთქეს.