ბაგა ბაღების გათავისუფლებული დირექტორების მხარდამჭერი აქციები უკვე სამი კვირაა გრძელდება. ამ წუთებში ბავშვების მშობლები ბაღების მართვის სააგენტოსთან არიან შეკრებილი. ისინი სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან შეხვედრას მოითხოვენ.
მოსალოდნელი არ არის, რომ ბაღების მართვის სააგენტო და მერია დათმობაზე წავლენ. თუმცა, კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მათ განმარტებები არ გაუკეთებიათ. ამ წუთებში აღსაზრდელთა მშობლები ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან.
შეხვედრა, რომელიც მათი ინიციატივით დაიგეგმა, ჟურნალისტებისთვის დახურულია. შეხვედრის დაწყებამდე მათ განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ და უპირობო მოთხოვნებს წაუყენებენ სააგენტოს ხელმძღვანელს, რომ თანამდებობებზე დაუბრუნდნენ ბაგა ბაღების გათავისუფლებული დირექტორები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და დათმობაზე წასვლას არც ისინი გეგმავენ.
როგორც კურიერის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრას შეუერთდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც ასევე აპროტესტებენ ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლებას.
ავტორი: ეკო მაღრაძე